დავით ასათიანი საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა

27 დეკემბერი 2017

დღეს, ზაზა ხატიაშვილმა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის უფლებამოსილება  დავით ასათიანს ოფიციალურად გადასცა, რის შემდეგ მედიისთვის  განცხადებები გაკეთდა.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა განაცხადა ,,ჩვენ ახალ ხარისხობრივ ეტაპზე ავიყვანთ ადვოკატთა ასოციაციაციას და მთლიანად ადვოკატთა კორპუსს თავისი განსწავლულობით, ტრენინგებითა და ეთიკური სტანდარტების თვალსაზრისით. ვფიქრობთ, რომ მალე ამ რეფორმების შედეგად, გვექნება ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ითამაშებს მართლმსაჯულების სისტემის გაძლიერებაში”. 

ბატონმა ზაზა ხატიაშვილმა მოკლედ მიმოიხილა თავისი საქმიანობა ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის თანამდებობაზე და აღნიშნა ,, ძალიან ამაყი ვარ, რომ რვა წლის განმავლობაში ვიყავი ადვოკატთა ასოციაციას თავმჯდომარე. როდესაც გავხდი თავმჯდომარე ასოციაცია  იყო დაჩაჩანაკებული, ვალებში ჩაფლული და დღეს ვტოვებ შენობაში, რომელიც ჩემი თამჯდომარეობის პერიოდში შევიძინე".

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი